Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საჰაერო ძალების ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთის არმია იმიტირებული სამიზნეებით გააცურეს


"ისკანდერის" ტიპის რაკეტის გაშვება, რუსეთი, 2018
"ისკანდერის" ტიპის რაკეტის გაშვება, რუსეთი, 2018

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ხელმძღვანელმა 5 ივლისს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა რუსეთის სამხედროები შეცდომაში შეიყვანეს და რაკეტები განათავსებინეს დახვეწილი იმიტირებული მოდელების წინააღმდეგ, რომლებიც სამხედრო სამიზნეებს ჰგავდა.

მიკიტა ოლეშჩუკი ტელეგრამით წერს, რომ მოდელები განასახიერებმა საბრძოლო თვითმფრინავებს და ხმელეთი-ჰაერის რაკეტების ბატალიონს. იმიტირებული მოდელები განთავსებული იყო ქალაქ კრივოი როგის საჰაერო ბაზასთან და ქალაქ ოდესის ერთ-ერთ რაიონში.

ოლეშჩუკი აქვეყნებს ვიდეოჩანაწერს, რომელსაც აღწერს რუსეთის სადაზვერვო დრონიდან გადაღებულ მასალად და რომელიც, მისი თქმით, აჩვენებს რუსეთის "ისკანდერის" ტიპის რაკეტების თავდასხმას მოჩვენებით სამიზნეებზე.

"საჰაერო ძალების თანამშრომლებმა გაატარეს პასიური თავდაცვის ზომები!" - წერს ოლეშჩუკი.

"გმადლობთ ყველას, ვინც დაგვეხმარა საბრძოლო თვითმფრინავების და SAM-ის მაღალი დონის იმიტაციის შექმნაში. მტერს ახლა 'ისკანდერის' ტიპის ნაკლები რაკეტა აქვს და კიდევ მეტი იმიტაცია იქნება გამოყენებული".

ოლეშჩუკი ამბობს, რომ ყალბი სამიზნეების შესახებ საჯარო განცხადებას აკეთებს "გამონაკლისის სახით, რათა საზოგადოებამ ნახოს, რომ ყველაფერი არ არის სწორხაზოვანი".

ფორუმი

XS
SM
MD
LG