Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამასი ამბობს, რომ ისრაელის პასუხს ელოდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე


ღაზა, 2026 წლის ივლისი
ღაზა, 2026 წლის ივლისი

ჰამასი - რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ჯგუფადაა გამოცხადებული - ამბობს, რომ ისრაელის პასუხს ელოდება წინადადებაზე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამ ცნობას 7 ივლისს ავრცელებს ჰამასის ორი წარმომადგენელი, ანუ ხუთ დღეში მას მერე, რაც ჯგუფი დათანხმდა მთავარ ნაწილებს აშშ-ის გეგმისა ღაზაში 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ.

"ჩვენი პასუხი შუამავლებს დავუტოვეთ და ველოდებით ოკუპაციის პასუხს" - უთხრა ჰამასის ორმა წარმომადგენელმა სააგენტო როიტერსს, ანონიმურობის დაცვის პირობით.

ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს 7 ივლისს საკონსულტაციო შეხვედრები ჰქონდა დანიშნული შემდეგ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას სამი ფაზისგან შემდგარი შეთანხმებისთვის. ეს შეთანხმება მაისში წარმოადგინა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, და მისი შუამავლები არიან კატარი და ეგვიპტე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG