Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ დაეხმარება საფრანგეთის ტერიტორიებს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. 7 აპრილი, 2023 წელი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. 7 აპრილი, 2023 წელი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 20 ივლისს პირობა დადო, რომ დაეხმარება საფრანგეთის ტერიტორიებს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში.

ეს ბაქოს პარიზის წინააღმდეგ მიმართული ბოლო ნაბიჯი იყო, რაც უკავშირდება კავკასიაში ხანგრძლივი კონფლიქტს და მასში საფრანგეთის პოზიციას.

ბოლო თვეების განმავლობაში, აზერბაიჯანის ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს საფრანგეთის სამხრეთ წყნარი ოკეანის ტერიტორიის, ახალ კალედონიის მიმართ, სადაც მღელვარება არ ცხრება სადავო საარჩევნო რეფორმით მკვიდრი მოსახლეობის უკმაყოფილების გამო.

ალიევმა ეს თქვა ფორუმზე პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე - ბაქოში მოწყობილი კონგრესის შემდეგ, რომელიც აერთიანებს დამოუკიდებლობის მომხრე ჯგუფებს ახალი კალედონიიდან და საფრანგეთის სხვა ტერიტორიებიდან.

„ჩვენ დაგიჭერთ მხარს, სანამ არ გათავისუფლდებით“, - განუცხადა ალიევმა ფორუმს და თქვა, რომ საფრანგეთის ზოგიერთი ტერიტორია კვლავ კოლონიალიზმის სუბიექტია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG