Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელ-ავივში ნეთანიაჰუს საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლა გაიმართა

თელ-ავივში პრემიერ ნეთანიაჰუს საწინააღმდეგო დემონსტრაცია. 6 ივლისი, 2024 წელი. ქალაქის ქუჩებში კვლავ გავიდა ათასობით ადამიანი და ჰამასთან დაუყოვნებლივ შეთანხმება მოითხოვა მძევლების განთავისუფლებისთვის
თელ-ავივში პრემიერ ნეთანიაჰუს საწინააღმდეგო დემონსტრაცია. 6 ივლისი, 2024 წელი. ქალაქის ქუჩებში კვლავ გავიდა ათასობით ადამიანი და ჰამასთან დაუყოვნებლივ შეთანხმება მოითხოვა მძევლების განთავისუფლებისთვის

ისრაელში კვლავ გავიდა ათასობით მოქალაქე ქუჩაში და ჰამასთან (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია) დაუყოვნებლივ შეთანხმება მოითხოვეს მძევლების განთავისუფლებისთვის.

გერმანიის რადიო იტყობინება, რომ თელ-ავივში გამართული დემონსტრაციის მონაწილეებმა მოითხოვეს ასევე ღაზის სექტორში ომის დასრულება. მათი აზრით, მხოლოდ ბრძოლების დასრულება მოიტანს მძევლების შინ დაბრუნებას.

თვეების განმავალობაში მიმდინარეობს სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელსა და ჰამასს შორის აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით. განიხილება სამეტაპიანი გეგმა. მის მიხედვით, უნდა მოხდეს 120-მდე ღაზაში დატყვევებული მძევლის გაცვლა ისრაელის ციხეებში მყოფ პალესტინელებზე. ამასთან, მოლაპარაკების მიზანია ცეცხლის შეწყვეტა.

7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში მოწყობილი თავდასხმის დროს 1200 ადამიანი დაიღუპა. საპასუხოდ ისრაელის მიერ ღაზის სექტორში დაწყებულ ომს, რომელიც 9 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, თითქმის 39 ათასი პალესტინელი შეეწირა. დაშავებულ პალესტინელთა რაოდენობა, ღაზის ჯანდაცვის უწყების თანახმად, 89 ათასს გადასცდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG