Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხვებში კამალა ჰარისი 2%-ით უსწრებს დონალდ ტრამპს

კამალა ჰარისი. მილუოკი, 23 ივლისი, 2024.
კამალა ჰარისი. მილუოკი, 23 ივლისი, 2024.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს 2%-ით უსწრებს. ამას მეტყველებს Reuters/Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა. ჰარისს მხარი დაუჭირა რესპონდენტთა 44%-მა, ტრამპს - 42%-მა. გამოკითხვა 22-23 ივლისს ჩატარდა.

გამოკითხულთა 56% დაეთანხმა მტკიცებას, რომ 59 წლის კამალა ჰარისი „გამჭრიახია და სირთულეებთან გამკლავება ძალუძს“.

78 წლის დონალდ ტრამპის შესახებ ასეთივე მოსაზრება გაიზიარა გამოკითხულთა 49%-მა. გამოკითხულ დემოკრატთა ამომრჩევლების 91% დადებითად არის განწყობილი ჰარისის მიმართ. გამოკითხულთა სამი მეოთხედი თანხმდება, რომ დემოკრატებმა მის კანდიდატურას უნდა დაუჭირონ მხარი. ერთი მეოთხედი კი ფიქრობს, რომ ნომინაციისთვის უნდა იბრძოლოს რამდენიმე კანდიდატმა.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG