Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქედის მუნიციპალიტეტში ავტობუსი ავარიაში მოყვა, დაიღუპა ერთი ადამიანი


ქედის მუნიციპალიტეტი, შემთხვევის ადგილი
ქედის მუნიციპალიტეტი, შემთხვევის ადგილი

ქედის მუნიციპალიტეტში ერთმანეთს შეეჯახა ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი. ავარიის დროს დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის მგზავრი, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი.

ავტობუსი ბათუმი-ხულოს რეისზე მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით. ამ მუხლით ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება ადამიანი, რომლის მიზეზითაც ავარიის დროს ადამიანი დაიღუპება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG