Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანდრო ბაზაძე: „იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ფარიკაობას თავს არ დავანებებ“


სანდრო ბაზაძე, მოფარიკავე
სანდრო ბაზაძე, მოფარიკავე

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც 27 ივლისს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, მსაჯთა გადაწყვეტილებით, ეგვიპტელ ამერთან დამარცხდა, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს და შენიშნავს, რომ ფარიკაობა ის სპორტია, რომელშიც წლებია, „განუკითხაობაა და საშინელებები ხდება“.

„ყველგან ამას ვამბობდი მსაჯი თუ წესიერი იქნება მე ოლიმპიადას აუცილებლად მოვიგებ-მეთქი“, - წერს მოფარიკავე.

სანდრო ბაზაძის თქმით, ფარიკაობაში ოლიმპიური ჩემპიონობა პირველი დღიდანვე იყო მისი მიზანი, მაგრამ „ამის საშუალება არ მისცეს:

„მე არ დავანებებ თავს, იმის მიუხედავად, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ და გულგატეხილი“, - წერს სანდრო ბაზაძე.

განცხადება საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ, საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა.

„არა მხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა“, - წერია განცხადებაში.

ფედერაციამ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს საჩივრის წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც, ფედერაციის აზრით, სანდრო ბაზაძეს უსამართლოდ მოექცნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG