„მთავრობის მეთაურმა ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო. ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში გაიმართება, 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება“, - აღნიშნავს პრესსამსახური.
ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად, საქართველოდან პრემიერ-მინისტრთან ერთად ირანში გაემგზავრება პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი.
მასუდ ფეზეშქიანის ირანის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია თეირანში დღეს, 30 ივლისს იმართემა.
ირანის ახალი პრეზიდენტი რიგგარეშე არჩევნებით აირჩიეს. მოქმედი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში 22 მაისს ჩავიდა.
ფორუმი