კორპუსს აშენებს ამხანაგობა „რაზმაძე 54-56“, რომელიც ამავე სახელწოდების ქუჩაზე მცხოვრებლებმა შექმნეს. კორპუსის აშენებამდე რაზმაძის ქუჩის 54 და 56 ნომრებში კერძო სახლები იყო. ახლა იქ შენდება 11-სართულიანი შენობა, რომლის ორი მიწისქვეშა სართული პარკინგს დაეთმობა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნგრევის ხმა გუშინ, 5 აგვისტოს, გვიან საღამოს მოესმათ, დილით კი ნანგრევები დახვდათ. დაზიანებულია წყლის მილი და ელექტროგადამცემი ბოძები. შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობაც.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ფერდი სამშენებლო სამუშაოების დროს ჩამოიშალა - უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მშენებელი 30 000 ლარით დააჯარიმეს.
„შესაბამისი საექსპერტო შეფასებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყება დაზიანებული ფერდის აღდგენა“, - აცხადებენ მერიაში.
წყალმომარაგების კომპანიას (GWP) დაწყებული აქვს სამუშაოები დაზიანებული მილის აღსადგენად.
ფორუმი