Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწვერვალ შხელდაზე დაიღუპა ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი


არჩილ ბადრიაშვილი
არჩილ ბადრიაშვილი

34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მას მეხი დაეცა და კლდიდან ჩამოვარდა. 

შემთხვევა გუშინწინ, 10 აგვისტოს, მოხდა. გუშინ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აცხადებდა, რომ მწვერვალიდან უვნებლად გამოიყვანეს სამი მთამსვლელი, ერთის სამძებრო სამუშაოები კი მიმდინარეობდა.

არჩილ ბადრიაშვილი გამოცდილი ალპინისტი იყო. ჯერ კიდევ 2021 წელს იგი ბაქარ გელაშვილთან და გიორგი ტეფნაძესთან ერთად ავიდა ​სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის ერთ-ერთ დაულაშქრავ მწვერვალზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG