დაკავებული უკვე საპატიმროშია გადაყვანილი, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად ჯერ კიდევ ივლისში შეუფარდა.
„გლოვოს“ კურიერი, 32 წლის თემო სიგუა, 6 ივლისს თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, დაჭრეს. ამ დრომდე იძებნებოდა კაცი, რომელსაც ამ კურიერმა შეკვეთა მიუტანა.
„გლოვოს“ კურიერის ცოლმა ნინო კირეულიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი ქმარი 6 ივლისის საღამოს ერთი ბოთლი ლუდის გამო დაჭრეს:
„შეკვეთა რომ აიტანეს, გადაამოწმეს, აკლდა ერთი ბოთლი ლუდი. ამაზე გაღიზიანდნენ, დაურეკეს ჩემს ქმარს, რომელიც ჯერ ისევ იმ ტერიტორიაზე იყო...
ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას, შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოლოს ერთ-ერთმა ოთხი ტყვია ესროლა [ფეხში]“.
თემო სიგუას დედამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მის შვილს ფეხზე კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება სჭირდება.
ფორუმი