Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ჯანდაცვის უწყება: ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 40 ათასზე მეტია

ღაზის სექტორი, ქალაქი შეიხ-რადვანი.11 აგვისტო, 2024 წელი
ღაზის სექტორი, ქალაქი შეიხ-რადვანი.11 აგვისტო, 2024 წელი

პალესტინელთა ტერიტორიის, ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების თანახმად, ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომის განმავლობაში 40 ათასზე მეტი ადამიანია მოკლული. (ჰამასი აშშ-ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული.)

ეს განცხადება 11-თვიანი კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით შუამავლობის ახალი მცდელობების დროს გავრცელდა.

ამ მონაცემებში არ არის გაყოფილი დაღუპული სამოქალაქო და სამხედრო პირების რაოდენობა. AP-ის თანახმად, ის ასახავს ღაზის სექტორში ისრაელის იერიშის მასშტაბებს.

ომი ღაზის სექტორში უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი სამხედრო კამპანიაა. იგი დაიწყო შარშან, 7 ოქტომბერს, როცა ჰამასი ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ ინციდენტს მოჰყვა 1200 ადამიანის დაღუპვა, 250 კი ჰამასმა მძევლად აიყვანა.

კატარის მოლაპარაკებების მონაწილეები ცდილობენ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას და მძევლების გათავისუფლებას.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG