Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო რუსი ოპოზიციონერი კარა-მურზა

არქივის ფოტო: რუსეთის ციხეებიდან გათავისუფლებული ამერიკელების, ასევე რუსი პოლიტპატიმრების ნათესავები თეთრ სახლში. სულ მარჯვნივ არიან ვლადიმირ უკარა-მურზას ცოლი და შვილები.
არქივის ფოტო: რუსეთის ციხეებიდან გათავისუფლებული ამერიკელების, ასევე რუსი პოლიტპატიმრების ნათესავები თეთრ სახლში. სულ მარჯვნივ არიან ვლადიმირ უკარა-მურზას ცოლი და შვილები.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 15 აგვისტოს თეთრ სახლში მიიღო რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, საპატიმროდან გათავისუფლებული ვლადიმირ კარა-მურზა და მისი ოჯახი.

„ვლადიმირმა რუსეთში ორწელიწად-ნახევარი უსამართლო პატიმრობაში გაატარა უკრაინის ომის წინააღმდეგობის გამო, დღეს მისი ოჯახი ისევ ერთადაა“, - დაწერა ბაიდენმა სოციალურ ქსელ X-ში.

ყოფილი პოლიტპატიმარი ვლადიმირ კარა-მურზა 1 აგვისტოს პატიმართა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. მანამდე The Washington Post-თან ინტერვიუში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პუტინის რეჟიმის დაცემის შემდეგ რუს ხალხს ბევრი სამუშაო აქვს შეცდომის გამოსასწორებლად. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება რუსული საზოგადოების განკურნება და მისი განათლება მომხდარი მოვლენების, ასევე მომხდარზე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის აუცილებლობის შესახებ.

რუსეთის დემოკრატიულ მომავალზე სტატიებისთვის, რომლებიც კარა-მურზამ The Washington Post-ისთვის ციხეში ყოფნისას დაწერა, პოლიტიკოსმა მიმდინარე წლის მაისში პულიცერის პრემია მიიღო.

რუსეთში კარა-მურზა 25-წლიან სასჯელს იხდიდა სახელმწიფო ღალატის, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და რუსული არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG