Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიურმა ტელეარხმა Rai-მ ჟურნალისტები უკან გაიწვია სუჯაზე სიუჟეტის შემდეგ


რუსეთის ქალაქ სუჯის მცხოვრებნი. დაფაზე წარწერაა: სარდაფში მშვიდობიანი ხალხია. სამხედროები არ არიან. 16 აგვისტო, 2024 წელი
რუსეთის ქალაქ სუჯის მცხოვრებნი. დაფაზე წარწერაა: სარდაფში მშვიდობიანი ხალხია. სამხედროები არ არიან. 16 აგვისტო, 2024 წელი

იტალიურმა ტელერადიოკომპანია Rai-მ კორესპონდენტი სტეფანი ბატისტინი და ოპერატორი სიმონი ტრაინი, უსაფრთხოების მიზნით, იტალიაში გამიწვია რუსეთის კურსკის რეგიონიდან მათი რეპორტაჟის შემდეგ.

17 აგვისტოს, უფრო ადრე, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურმა - ეფესბემ სისხლის სამართლის საქმე აღძრა იტალიელი ჟურნალისტების წინააღმდეგ - ქალაქ სუჯიდან მათი სიუჟეტის შემდეგ.

გადამღები ჯგუფი იქ უკრაინელ სამხედროებთან ერთად ჩავიდა, ვიდეო გადაიღო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

რუსეთში ბატისტინის და ტრაინის ადანაშაულებენ რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში. Rai-მ ჟურნალისტების გაყვანის შესახებ ინფორმაცია მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის ოფიციალურ გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გაავრცელა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს, 16 აგვისტოს, პროტესტი გამოხატა იტალიის ელჩის მიმართ მოსკოვში.

უწყებამ განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს რუსეთის კანონმდებლობა და "ჟურნალისტური ეთიკის ელემენტარული წესები".

Rai-მ განაცხადა, რომ მისი თანამშრომლების მოქმედებები შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს და რომ რეპორტაჟის ერთადერთი მიზანი იყო კონფლიქტის გარემოებების დოკუმენტირება.

თავისი რეპორტაჟი რუსეთსა და უკრაინას შორის სასაზღვრო პუნქტიდან ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მაც გამოაქვეყნა. ეფ-ეს-ბემ განაცხადა, რომ ამოწმებს სიუჟეტის ავტორის, კორესპონდენტ ნიკ უოლშის მასალებს. გადაწყვეტილება მასთან დაკავშირებით მოგვიანებით იქნება მიღებული.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უოლშს რუსეთის საზღვარი არ გადაუკვეთავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG