Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვერხოვნა რადამ" მიიღო კანონი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული ეკლესიის აკრძალვის უფლებას იძლევა


უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი რუსეთთან კავშირების მქონე რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირების შესახებ. დოკუმენტი, რომელსაც მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა, უკრაინაში მოქმედი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ) საქმიანობის აკრძალვის საშუალებას იძლევა. УПЦ ადრე მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა.

კანონი განსაზღვრავს, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს ასეთი კავშირები. ასევე დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც უკრაინაში მოქმედმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა თავადვე უნდა თქვან უარი ამ კავშირებზე. ამას გარდა, სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ უფლებამოსილებას, იმუშაონ იმ რელიგიურ ორგანიზაციებთან, რომლებმაც დამოუკიდებლად ვერ შეძლეს ან არ მოისურვეს კანონის მოთხოვნების შესრულება, - განმარტა კანონის კომენტირებისას დეპუტატმა ოლექსი ჰონჩარენკომ.

უკრაინაში გასული წლის ბოლოს ჩატარებული კვლევების თანახმად, უკრაინელთა ნახევარზე მეტი УПЦ-ს აკრძალვას ემხრობა, რადგან მას რუსეთის მოკავშირედ თვლის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG