Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა მოახდინა რომის წესდების, ICC-ის ფუძემდებლური ხელშეკრულების, რატიფიცირება


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პარლამენტმა 21 აგვისტოს მოახდინა რატიფიცირება რომის წესდებისა, რომელიც არის ფუძემდებლური ხელშეკრულება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC) - აცხადებენ პარლამენტარები იაროსლავ ჟელეზნიაკი და ოლექსი ჰონჩარენკო.

მათი თქმით, რომის სტატუტის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 281-მა დეპუტატმა.

უკრაინამ რომის წესდებას ხელი 2000 წლის იანვარში მოაწერა, თუმცა ის რატიფიცირებული არ ჰქონდა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს 15 აგვისტოს მიმართა რატიფიკაციის წინადადებით - რაც წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. რატიფიკაცია გააძლიერებს ICC-ის ეფექტიანობას "უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე" მუშაობაში, ამბობს პრეზიდენტის თანაშემწე ირინა მუდრა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG