ჟურნალისტს აინტერესებდა, იგულისხმება თუ არა ევროინტეგრაციის შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერი იმ ოთხი მიზეზიდან ერთ-ერთში, რომელთა გამოც სურს „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება.
„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 78-ე მუხლის ამოღება არ იგულისხმება. არც შესწორება. იგულისხმება სხვა რამ, რომელსაც დავაკონკრეტებთ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
20 აგვისტოს "ქართულმა ოცნებამ" დაასახელა ოთხი მიზეზი, რომელთა გამოც სურს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში.
მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება 5%-იანი ბარიერით. ამ ეტაპამდე ჩატარებული არცერთი კვლევით არ დასტურდება, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის 150 მანდატიდან 113-ის მიღებაა საჭირო.
ფორუმი