Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანი და ბაქო შეთანხმდა საზღვრის დელიმიტაციის კომისიების ერთობლივ საქმიანობაზე


სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვო ნიშნული, ვოსკეპარი, ტავუშის რადიონი, 17 მაისი 2024 წელი
სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვო ნიშნული, ვოსკეპარი, ტავუშის რადიონი, 17 მაისი 2024 წელი

საზღვრის დელიმიტაციის საკითხში სომხეთისა და აზერბაიჯანის კომისიებმა მუშაობა დაასრულეს ერთობლივი საქმიანობის შესახებ შეთანხმებაზე.

სააგენტო "არმენპრესის" თანახმად რეგლამენტი ხელმოწერილია დოკუმენტების ორიგინალების დიპლომატიური არხებით გაცვლის გზით.

დოკუმენტი დადგენილი წესით გამოქვეყნდება მომდევნო ორშაბათს, შიდა სახელმწიფო შეთანხმების პროცედურების განხორციელების ფარგლებში. რეგლამენტი სომხეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა მთავრობას განსახილველად, რის შემდეგაც დაიწყება ეროვნული ასამბლეის მიერ მისი რატიფიკაციის პროცედურა და ამ მიზნით დოკუმენტი თავდაპირველად გაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში სომხეთის კონსტიტუციასთან შესაბამისობის განსაზღვრისთვის.

რეგულაციების დამტკიცების შემდეგ ერევანი და ბაქო უნდა შეთანხმდნენ როგორ გააგრძელონ საზღვრის შეუთანხმებელი ყველა მონაკვეთის დემარკაციის პროცესი.

19 აპრილს ერევანმა და ბაქომ განაცხადეს, რომ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმება ტავუშ-ღაზახის საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთის "საბჭოთა კავშირის დაშლის დროისვის არსებულ რესპუბლიკათაშორის საზღვრებთან" შესაბამისობაში დადგენაზე.


ამას ერევანში მასშატური საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის ფონზეც საზღვრის ნაწილობრივი დემარკაციის შედეგად, 12 კმ-ზე ახალი საზღვარი დადგინდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG