Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Spiegel-ი წერს, რომ ზელენსკი რამშტაინის შეხვედრას დაესწრება, და შორი მოქმედების რაკეტებს მოითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მედიასთან შეხვედრისას საბრძოლო თვითმფრინავ F-16-ის ფონზე დადგენელ ადგილას. 5 აგვისტო, 2024 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მედიასთან შეხვედრისას საბრძოლო თვითმფრინავ F-16-ის ფონზე დადგენელ ადგილას. 5 აგვისტო, 2024 წელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 6 სექტემბერს მიიღებს მონაწილეობას ე.წ. რამშტაინის ჯგუფის შეხვედრაში, რომლის მონაწილეები, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები უკრაინას იარაღს აწვდიან - იტყობინება გერმანული ჟურნალი Spiegel-ი.

მოსალოდნელია, რომ ზელენსკი მოითხოვს მეტი იარაღის მიწოდებას, განსაკუთრებით შორი მოქმედების რაკეტებს და საჰაერო თავდაცვის მეტ საშუალებებს.

თავდაცვის მინისტრების შეკრება გერმანიაში - რამშტაინში - აშშ-ს საჰაერო ბაზაზე იმართება. 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-ის ინიციატივით რამშტაინში შეიკრიბა თანამოაზრე ქვეყნები. 50-მდე ქვეყნის წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს, რათა კოორდინაცია გაუკეთონ უკრაინისთვის იარაღი მიწოდებას.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG