Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა კიევზე ახალი იერიში მიიტანა დრონებით


მეხანძრეები ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას კიევის უნივერსიტეტის სპორტულ კომპლექსზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ. 2 სექტემბერი, 2024 წელი. 5 სექტემბერს რუსეთმა კიევზე ახალი იერიში მიიტანა დრონებით
მეხანძრეები ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას კიევის უნივერსიტეტის სპორტულ კომპლექსზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ. 2 სექტემბერი, 2024 წელი. 5 სექტემბერს რუსეთმა კიევზე ახალი იერიში მიიტანა დრონებით

5 სექტემბერს დილით კიევის მოსახლეობას ქალაქის ხელისუფლებამ მოუწოდა, არ დაეტოვებინათ თავშესაფრები მას შემდეგ, რაც რუსეთმა უპილოტო თვითმფრინავებით იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქზე.

თავდასხმა უფრო ადრე, ღამით დაიწყო.

"დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ჯერ კიდევ არის რამდენიმე დრონი. არ დატოვოთ თავშესაფრები!" გააფრთხილა ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობა Telegram-ის გზით

"საჰაერო განგაში გრძელდება, დედაქალაქში მოქმედებს საჰაერო თავდაცვა. დარჩით თავშესაფრებში, სანამ საჰაერო თავდასხმის განგაში არ დასრულდება!“ - მოსახლეობას ურჩია კიევის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერჰი პოპკომ.

უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე სხვა რეგიონს, მათ შორის ჩერნიგოვს და სუმის, ასევე შეუტიეს რუსეთის თვითმფრინავებმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG