Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუდანოვი: უკრაინულ დრონებს 1800 კმ-მდე მანძილზე ფრენა შეუძლიათ


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ უკრაინულ დრონებს, რომელთა განვითარებაზეც ახლა საუკეთესო სპეციალისტები მუშაობენ, უკვე შეუძლიათ მისწვდნენ სამიზნეებს 1800 კმ-მდე მანძილზე.

„ავიადარტყმების გამო ზანზარებენ [რუსეთის] სამხედრო აეროდრომები, რომლებიც მშვიდობიანი უკრაინული ქალაქებისთვის საფრთხის წყაროს წარმოადგენენ. განადგურდება და ზარალი მიადგება რუსეთის მთელ ინფრასტრუქტურას, რომელიც ომს ემსახურება. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი დაეცვა, რუსეთმა აირჩია არაპროვოცირებული ომის არასწორი გზა და თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს [უკრაინას]“, - აღნიშნავს კირილო ბუდანოვი სამხედრო დაზვერვის დღისადმი მიძღვნილ ფეისბუკპოსტში, 7 სექტემბერს.

ტექსტში აღნიშნულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების გამო, აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილი რუსეთის საოკუპაციო არმიისა და მისი სტრუქტურებისთვის; ხოლო უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმატებული მუშაობის შედეგად, უკრაინამ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ „შავი ზღვა არ ეკუთვნის რუსეთს“.

„ვაიძულეთ მტერი, რომ თავისი ფლოტი „უსაფრთხო“ მანძილზე გადაესროლა და დაეტოვებინათ საზღვაო სივრცე, რომელსაც ისინი დიდი ხანია თავისად თვლიდნენ“, - წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG