Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვზე რუსეთის ავიადარტყმას


ხარკოვის ნემიშლიის რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი რუსეთის ავიადარტყმის შემდეგ. 2024 წლის 15 სექტემბერი
ხარკოვის ნემიშლიის რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი რუსეთის ავიადარტყმის შემდეგ. 2024 წლის 15 სექტემბერი

უკრაინელმა მაშველებმა ერთი ადამიანის გვამი იპოვეს ქალაქ ხარკოვში, მრავალსართულიან სახლში, რომლის რამდენიმე სართული განადგურდა რუსეთის ავიადარტყმის შედეგად.

რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვი 15 სექტემბერს, დღისით, დაბომბეს. ქალაქის ნემიშლიის რაიონში სამძებრო-სამაშველო და ხანძრის ქრობის ოპერაცია გვიან ღამემდე გაგრძელდა.

ხარკოვის მერის ინფორმაციით, დაღუპულია მოხუცი ქალი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, დაშავდა 43 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. დაზიანებულია შვიდი მრავალბინიანი სახლი.

ხარკოვზე მორიგი თავდასხმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მიმართა, რუსეთის „ტერორის შესაჩერებლად" თამამი გადაწყვეტილებები მიიღონ და უკრაინას დაეხმარონ თავის დასაცავად რუსული სამხედრო ავიაციისა და მართვადი ავიაბომბებისგან, რომლებსაც ყოველდღიურად ეწირება უკრაინელების სიცოცხლე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG