Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან უკრაინის მორიგი შეტევის და დაჭრილების შესახებ იუწყებიან


ბელგოროდის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, რომლებსაც უკრაინის თავდაცვის ძალები ყველაზე ხშირად უტევენ დრონებით და რაკეტებით.
ბელგოროდის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, რომლებსაც უკრაინის თავდაცვის ძალები ყველაზე ხშირად უტევენ დრონებით და რაკეტებით.

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება უკრაინის მხრიდან მორიგი შეტევის შესახებ იუწყება.

ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დღეს, 16 სექტემბერს, ტელეგრამზე დაწერა, რომ „დილის სროლის“ შედეგად დაიჭრა რვა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და დაზიანდა რამდენიმე სახლი.

რა ტიპის სროლა იყო, გლადკოვს არ დაუკონკრეტებია. დაახლოებით ორი საათით ადრე, ბელგოროდის ოლქში საჰაერო განგაში გამოაცხადეს სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო.

უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, რომლებსაც უკრაინის თავდაცვის ძალები ყველაზე ხშირად უტევენ დრონებით და რაკეტებით. დღევანდელი შეტევის შესახებ უკრაინას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG