Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გახდა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი


ანდრეი დერკაჩი, უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი
ანდრეი დერკაჩი, უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი

რუსეთის ასტრახანის რეგიონის გუბერნატორმა იგორ ბაბუშკინმა გასულ კვირაში უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ანდრეი დერკაჩი დანიშნა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრად - იუწყება მედია 16 სექტემბერს. 57 წლის დერკაჩი უკრაინაში ქვეყნის ღალატის და კორუფციის ბრალდებების საფუძველზეა ძებნილი.

დერკაჩი თითქმის 25 წლის განმავლობაში იყო პარლამენტარი უკრაინაში. ქვეყანა მან დატოვა 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე. შარშან მას შეუჩერდა უკრაინის მოქალაქეობა.

დერკაჩის მამა, ლეონიდ დერკაჩი - რომელიც 82 წლის ასაკში გარდაიცვალა 2022 წლის იანვარში, - იყო უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG