Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ექიმები უსაზღვრებოდ" წყვეტს რუსეთში მუშაობას


ფოტოზე: ორგანიზაციის "ექიმები უსაზღვრებოდ"(MSF) ემბლემა
ფოტოზე: ორგანიზაციის "ექიმები უსაზღვრებოდ"(MSF) ემბლემა

შვეიცარიაში დაფუძნებულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ "ექიმები უსაზღვრებოდ" (MSF) 16 სექტემბერს განაცხადა, რომ იძულებულია შეწყვიტოს რუსეთში მუშაობა.

"დამძიმებული გულით გვიწევს დავხუროთ ჩვენი სამუშაო რუსეთში", - თქვა ჯგუფის რუსეთის პროგრამის ხელმძღვანელმა. "ჩვენი ორგანიზაციის მუშაობას წარმართავს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, ნეიტრალობისა და სამედიცინო ეთიკის პრინციპები. ჩვენ საჭიროებიდან გამომდინარე ვეხმარებით", - დასძენს ის.

MSF რუსეთში 1992 წლიდან მუშაობდა. აგვისტოში ორგანიზაციამ იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო შეტყობინება, რომ ამოღებულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციათა რეესტრიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG