„შეხვედრა პრეზიდენტის შუამავლობით 17 სექტემბერს გაიმართა და ეს სხვა არაფერია, თუ არა პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა და მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“, - თქვა გივი მიქანაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში“ ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, შეუძლია მსგავსი შეხვედრების ორგანიზება.
„საქართველოს პრეზიდენტი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. მას აქვს უფლება, იყოს შეხვედრების ინიციატორი, ეს კონკრეტული შეხვედრა კი არ იყო რომელიმე პარტიის მხარდაჭერა. [შესაბამისად,] ჩვენ არ აღვიქვამთ, რომ ეს იყო კანონმდებლობის დარღვევა“, - ამბობს თათია ქინქლაძე, „სამართლიანი არჩევნების“ პროექტის კოორდინატორი.
ამ არჩევნებისთვის პრეზიდენტმა გაერთიანებისკენ მოუწოდა „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“. გუშინ, 19 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება ვერ შედგა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელია პარტიამ 5%-იანი ბარიერი გადალახოს.
ფორუმი