Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში პოლიტპატიმრებს ამუშავებენ ფერმაში, რომელიც გერმანიის პარლამენტის ულტრამემარჯვენე დეპუტატის კომპანიას ეკუთვნის - Reform.news-ი


იორგ დორნაუ, ბუნდესტაგის დეპუტატი პარტიიდან "ალტერნატივა გერმანიისთვის". დორნაუს კუთვნილი კომპანიის ხახვის ფერმაში ბელარუსში პატიმრები მუშაობენ.
იორგ დორნაუ, ბუნდესტაგის დეპუტატი პარტიიდან "ალტერნატივა გერმანიისთვის". დორნაუს კუთვნილი კომპანიის ხახვის ფერმაში ბელარუსში პატიმრები მუშაობენ.

გერმანის ბუნდესტაგის - პარლამენტის - წევრებმა შეშფოთება გამოხატეს ბელარუსულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, რომლის თანახმად, აქტივისტები, რომლებსაც 2020 წელს ადმინისტრაციული სასჯელი დაადეს, მუშაობენ ხახვის პლანტაციებში, რომლებიც ეკუთვნის გერმანიის პარლამენტის დეპუტატის, ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტიის, "ალტერნატივა გერმანიისთვის" წევრის კომპანიას.

არსებული ცნობით, რომელიც Reform.news-მა გაავრცელა 24 სექტემბერს, იორგ დორნაუ არის ხახვის პლანტაციის მფლობელი დასავლეთ ბელარუსის ლიდას რაიონში. იქ მოხალისეობის პრინციპით მომუშავე პატიმრებს დღეში ხუთ ევროს უხდიან.

საქსონიის პარლამენტის დეპუტატმა კერსტინ კიოდიცმა 26 სექტემბერს უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ თუ ეს ბრალდება დადასტურდა, დორნაუ უნდა გადადგეს.

„ასეთმა ქმედებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს გერმანიის რეპუტაციას და ნაციზმის დროინდელი ძველი ჭრილობები გაუხსენოს ჩვენ აღმოსავლელ მეზობლებს“, - თქვა კიოდიცმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG