Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქსტატის წინასწარი შეფასებით, რვა თვეში საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა


განახლებული მონაცემები დღეს, 30 სექტემბერს, გამოქვეყნდა.
განახლებული მონაცემები დღეს, 30 სექტემბერს, გამოქვეყნდა.

საქართველოს ეკონომიკა 2024 წლის პირველ რვა თვეში 10 პროცენტით გაიზარდა. წინასწარი შეფასების შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

რაც შეეხება მხოლოდ აგვისტოს, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ზრდა 12 პროცენტია. უფრო მაღალი (13-პროცენტიანი) ზრდა იყო ივლისში.

საქსტატის ინფორმაცია
საქსტატის ინფორმაცია

აგვისტოში მშპ-ს ზრდაზე გავლენა ჰქონდა შემდეგ დარგებს: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები; ინფორმაცია და კომუნიკაცია; მშენებლობა; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და ვაჭრობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG