„აპარატი თითოეულ ასეთ შემთხვევას შეისწავლის და განახორციელებს კანონით განსაზღვრულ რეაგირების ღონისძიებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატი ფლობს ინფორმაციას, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ვერ მოხვდა ამომრჩეველთა სიაში:
„არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთ მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა... მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პროცედურების დაცვა და რეგისტრაციის დროულად გავლა“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები, - გარდა იმ ქალაქებისა, სადაც დიპლომატიური მისიები არსებობს და სადაც, სულ მცირე, 50 ადამიანია ჩაწერილი, - არ გაიხსნება. ასეთი მხოლოდ 60 უბანია.
„სირცხვილი, კანონის უგულებელყოფა“, - ასე აფასებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ცესკოს გადაწყვეტილებას, მხოლოდ 60 უბანი გახსნას საარჩევნოდ.
ცესკოს 26 სექტემბრის განკარგულებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 60 უბანი გაიხსნება - 42 ქვეყნის 53 ქალაქში.
ფორუმი