რუსეთის ვოლგისპირეთის ტერიტორიის 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
ამის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა რადიო თავისუფლების პროექტმა idel-realirties-მა.
რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული რედაქციის რეგიონული საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის ბაშკირეთზე - სამი ათასზე მეტი პირი. მას მოჰყვება თათრეთი, რომლის მკვიდრი 2724 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში და მომდევნოა პერმის ოლქი - 2296 პირი.
ყველაზე ნაკლები დანაკარგი აქვს პენზას - 461 და მორდვას - 307 ადამიანი.
ეს მონაცემები გამოყვანილია დაღუპულთა ნათესავების შეტყობინებებისა და ოფიციალური ცნობების საფუძველზე.
რუსეთის რეგიონების ხელისუფლებები აქტიურად უჭერენ მხარს ომს, მათ შორის მიმართავენ არმიაში სამსახურისთვის წვევამდელების ფინანსურ წახალისებას.
ფორუმი