Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Wizz Air-ის ვებსაიტზე გამქრალი ბილეთები გამოჩნდა


საილუსტრაციო ფოტო. Wizz Air-ის თვითმფრინავი
საილუსტრაციო ფოტო. Wizz Air-ის თვითმფრინავი

ავიაკომპანია „ვიზეარის“ ვებსაიტის ტექნიკური ხარვეზი აღმოიფხვრა. შესაბამისად, ქუთაისიდან შვიდი ქალაქის მიმართულებით ფრენები გამოჩნდა ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, ხარვეზი მეტწილად შეეხო საქართველოდან და დიდი ბრიტანეთიდან დაგეგმილ ფრენებს, ჯამში 31 ათას ფრენას.

მონაცემების განახლებისა და ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრის შესახებ მგზავრები ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ.

გუშინ, 3 ოქტომბერს, მგზავრებს, რომლებმაც ბილეთები შეიძინეს ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში დაგეგმილი ფრენებისთვის შვიდი ქალაქის მიმართულებით, ფრენები რამდენიმე საათის განმავლობაში არ უჩანდათ.

ავიაკომპანიის ვებსაიტზე ფრენები აღარ იძებნებოდა ქუთაისიდან შემდეგი მიმართულებებით: ბრიუსელი, ათენი, კოპენჰაგენი, ფრანკფურტი, რიგა, პოზნანი, ვროცლავი (მხოლოდ ოქტომბერი).

ფორუმი

XS
SM
MD
LG