Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ორმხრივი სროლის დროს "თავდაცვის სამინისტროს" თანამშრომელიც დაიჭრა


იტყობინებიან, რომ 5 ოქტომბერს „სამართალდამცველები“ „საგამოძიებო სამსახურის დღეს“ აღნიშნავდნენ და სროლას წინ შელაპარაკება უძღოდა.
იტყობინებიან, რომ 5 ოქტომბერს „სამართალდამცველები“ „საგამოძიებო სამსახურის დღეს“ აღნიშნავდნენ და სროლას წინ შელაპარაკება უძღოდა.

ოკუპირებულ ცხინვალში სისხლის დონორებს ეძებენ ე.წ. სამართალდამცველი ორგანოების ორი თანამშრომლისთვის, რომლებიც 5 ოქტომბერს მომხდარი სროლის დროს მძიმედ დაიჭრნენ.

როგორც ადგილობრივები იუწყებიან, 29 და 31 წლის კაცებს რთული ოპერაცია დასჭირდათ და ამჟამად მათი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა ცხინვალში, სტალინის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივ ტელეგრამ-არხ "Сапа Цхинвал-ის" ინფორმაციით, სროლაში ადგილობრივი მილიციისა და ე.წ. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, მათ ერთმანეთს გაუხსნეს ცეცხლი.

იტყობინებიან, რომ 5 ოქტომბერს „სამართალდამცველები“ „საგამოძიებო სამსახურის დღეს“ აღნიშნავდნენ და სროლას წინ შელაპარაკება უძღოდა.

დე ფაქტო ხელისუფლებაში ჯერჯერობით დეტალებზე არ ლაპარაკობენ - რას მოჰყვა სროლა და რამდენი ადამიანი მონაწილეობდა მასში.

"Рес-ის" ცნობით, ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ინციდენტის გამოძიება „პირად კონტროლზე“ აიყვანა. ასევე "პირად კონტროლზე“ იყო აყვანილი ივლისში მომხდარი სროლაც, მაგრამ გამოძიება ბოლომდე ვერ მივიდა, რადგან დაზარალებულებმა უარი თქვეს თანამშრომლობაზე.

ივლისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ცეცხლი გაუხსნეს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ნათესავებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG