Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარიშხალმა „მილტონმა“ ფლორიდას მიაღწია


„მილტონი“ სექტემბრის ბოლოდან მეორე შტორმია, რომელიც თავს დაატყდა ფლორიდის შტატს
„მილტონი“ სექტემბრის ბოლოდან მეორე შტორმია, რომელიც თავს დაატყდა ფლორიდის შტატს

ფლორიდის შტატს შეუტია ქარიშხალმა „მილტონმა“, რომელსაც თან ახლავს ტროპიკული წვიმა და ზოგიერთ რაიონში ტორნადოც გამოიწვია. რამდენიმე დასახლებულ პუნქტში, მათ შორის ქალაქ ტამპაში, წყალდიდობაა.

ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროზე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დაახლოებით ორ მილიონ სახლს და საწარმოს.

მექსიკის ყურიდან წამოსულმა შტორმმა, რომელსაც თავდაპირველად მაქსიმალური, მეხუთე კატეგორია მიანიჭეს(ქარის სიჩქარე 270კმ/სთ იყო), ფლორიდამდე ძალა მესამე კატეგორიამდე დაკარგა, სიესტა-კის რაიონში ხმელეთზე გადასვლის შემდეგ კი მეორე კატეგორიამდე შესუსტდა(154-177კმ/სთ).

მიუხედავად ამისა, ხელისუფლება და მეტეოსამსახური ფლორიდის მცხოვრებთ აფრთხილებენ, რომ ქარიშხალს ჯერ კიდევ აქვს დამანგრეველი ძალა, ამიტომ უსაფრთხო ადგილებში უნდა დარჩნენ.

„მილტონის“ მარშრუტზე მდებარე რაიონები მოსახლეობამ წინასწარ დატოვა. ევაკუირებულია დაახლოებით ხუთი მილიონი ადამიანი.

10 ოქტომბრის მონაცემებით, შტორმი ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობს.

„მილტონი“ ფლორიდაში წელს უკვე მესამე შტორმია. მანამდე შტატი დააზარალეს „ფრანსინმა" და „ჰელენმა".

ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ექვს შტატში, მათ შორის ფლორიდაში, სექტემბრის ბოლოს დაწყებულმა დამანგრეველმა ქარიშხალმა „ჰელენმა“ 230-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„ახლა გამოიდარა, მალე მზეც გამოვა“ - თაზო კუპრეიშვილი ქარიშხალ „მილტონზე“
please wait

No media source currently available

0:00 0:08:17 0:00

ფორუმი

XS
SM
MD
LG