Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელოში ჩეხ ტურისტს ეძებენ - „ბოლოს ის ტობავარჩხილის ტბებთან ნახეს“


სტანისლავ კოსკისი.
სტანისლავ კოსკისი.

რამდენიმე დღეა, სამეგრელოში ჩეხ ტურისტს სტანისლავ კოსკისის ეძებენ. „ფეისბუკის“ გვერდის Trekking in the Caucasus-ის ცნობით, კოსკისი ბოლოს, 28 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბების მიმდებარედ ნახეს.

ტურისტის საძიებო სამუშაოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს. როგორც შსს-ს პრესცენტრში გვითხრეს, სტანისლავ კოსკისის გაუჩინარების შემდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).

ფორუმი

XS
SM
MD
LG