Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ


ირანის დედაქალაქ თეირანის საერთო ხედი
ირანის დედაქალაქ თეირანის საერთო ხედი

აშშ-მა 11 ოქტომბერს ირანის სანავთობო სექტორს სანქციები დაუწესა იმის საპასუხოდ, რომ ირანმა 1 ოქტომბერს რაკეტები გატყორცნა ისრაელის მიმართულებით. ეს ცნობა აშშ-ის ფინანსთა უწყებამ გაავრცელა.

ახალი სანქციების მიზანია ირანზე საფინანსო ზეწოლის გაძლიერება და ირანის მთავრობის შესაძლებლობის შეზღუდვა, მოგება ნახოს ნავთობის გაყიდვით, ხოლო მოგებული თანხები გამოიყენოს რეგიონში სტაბილურობის ხელშესაშლელად და აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებზე თავდასასხმელად, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა თქვა, რომ „ჩვენ უყოყმანოდ მივიღებთ შემდგომ ზომებს, რათა ირანს პასუხი ვაგებინოთ“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG