Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თიანეთის მახლობლად ორი მიწისძვრა იყო

დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ორი მიწისძვრა მოხდა თბილისიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, ქალაქ თიანეთის მახლობლად.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პირველი, 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს, 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 04:53 საათზე დაფიქსირდა ქალაქ თიანეთიდან 27 კილომეტრში, სოფელ ბინდაურთასთან.

09:03 საათზე ამავე რაიონში მოხდა 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი იყო თიანეთიდან 25 კილომეტრში მდებარე კურორტი ვაჟას წყარო.

ცნობები რაიმე ზიანის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG