Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ რუსეთის დრონები ჩამოყარა 14 ოლქის თავზე


უკრაინის საჰაერო თავდაცვა რუსეთის დრონების მიკვლევისთვის სპეციალურ პროჟექტორებს იყენებს. 30 სექტემბერი, 2024 წელი
უკრაინის საჰაერო თავდაცვა რუსეთის დრონების მიკვლევისთვის სპეციალურ პროჟექტორებს იყენებს. 30 სექტემბერი, 2024 წელი

რუსეთმა 16 ოქტომბრის დილას 136 დრონის და ორი მართვადი რაკეტის საშუალებით მიიტანა იერიში უკრაინის ტერიტორიაზე.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების თანახმად, მათი უმეტესობა ნეიტრალიზებულია.

ცნობა გავრცელდა Telegram-ის საშუალებით. 51 დრონი ჩამოაგდეს სუმის, ჩერკასკის, კიროვოგრადის, ტერნოპოლის, ხერსონის, ხარკოვის, ჟიტომირის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ჩერნოვიცკის ოლქებში, იტყობინება უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები.

მისი ცნობით, კიდევ 60 რუსული დრონი იქნა ნეიტრალიზებული რადიოელექტრონული წინააღმდეგობის ძალების საშუალებით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდებულია უკრაინის სამი დრონი - ორი ბელგოროდის, ხოლო ერთი ვორონეჟის ოლქში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG