Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე დრონებით თავდასხმას


ფოტო არქივიდან. რუსული დრონით დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი უკრაინის სუმის ოლქში
ფოტო არქივიდან. რუსული დრონით დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი უკრაინის სუმის ოლქში

სამი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წუხანდელი თავდასხმისას დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.

ადმინისტრაციის ცნობითვე, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო საოლქო ცენტრის რაიონზე, სადაც კერძო სახლებია განთავსებული. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქში 25 რუსული დრონი ჩამოაგდეს.

სუმის ოლქი ესაზღვრება რუსეთის კურსკის ოლქს, სადაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აგვისტოდან დაიწყეს სახმელეთო ოპერაცია.

განახლება: ადგილობრივი დროით დილის 10 საათისთვის უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ღამის განმავლობაში 60 რუსული დრონიდან ჩამოაგდეს 42, უმეტესობა სუმის ოლქში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG