Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი ადამიანი, მათ შორის მოზარდი, ემსხვერპლა უკრაინაზე რუსეთის იერიშებს

უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახურის თანამშრომლები რუსეთის საჰაერო თავდასხმის ადგილას, დნეპროპეტროვსკი, 26 ოქტომბერი
უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახურის თანამშრომლები რუსეთის საჰაერო თავდასხმის ადგილას, დნეპროპეტროვსკი, 26 ოქტომბერი

სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა და შვიდი, მათ შორის ბავშვი, დაიჭრა რუსეთის მხრიდან თავდასხმის შედეგად უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონის რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, - ტელეგრამით იუწყება რეგიონის გუბერნატორი, ოლექსანდრ პროკუდინი 26 ოქტომბრის დილას.

კიევში რუსეთის მხრიდან ღამის განმავლობაში დრონებით განხორციელებულმა იერიშმა მოზარდი იმსხვერპლა, - აცხადებს ქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო.

კიევის რეგიონში უფრო ფართოდ, დრონებით იერიშს ემსხვერპლა ერთი ქალი, დაიჭრა 13 წლის ბიჭი, - ამბობს რეგიონის გუბერნატორი, რუსლან კრავჩენკო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG