Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 88 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის დარტყმებს ჩრდილოეთ ღაზაზე

პალესტინელები ისრაელის თავდასხმის შემდეგ ბეით-ლაჰიაში, ღაზის ჩრდილოეთში. 2024 წლის 29 ოქტომბერი
პალესტინელები ისრაელის თავდასხმის შემდეგ ბეით-ლაჰიაში, ღაზის ჩრდილოეთში. 2024 წლის 29 ოქტომბერი

30 ოქტომბერს ისრაელმა ჩრდილოეთ ღაზაზე განახორციელა ორი საჰაერო დარტყმა, რომელთა შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 88 ადამიანი, მათ შორის ათობით ქალი და ბავშვი - აცხადებენ ღაზის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. ადგილობრივი საავადმყოფოს დირექტორის თქმით, არ ხერხდება სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებების მქონე პაციენტების მკურნალობა, რადგან ისრაელის ძალებმა შაბათ-კვირას კლინიკაზე რეიდი განახორციელეს და ათობით მედიკოსი დააპატიმრეს.

ბოლო კვირებში ისრაელმა გაახშირა საჰაერო დარტყმები, გააფართოვა სახმელეთო ოპერაცია ჩრდილოეთ ღაზაზე და აცხადებს, რომ მისი მიზანია, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის მებრძოლების განადგურება.

ინტენსიური დარტყმები კიდევ უფრო ზრდის შეშფოთებას იმ ასიათასობით პალესტინელის ჰუმანიტარულ პირობებზე, რომლებიც კვლავაც ჩრდილოეთ ღაზაში ცხოვრობენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG