Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვას


30 ოქტომბერს დაბომბილი სახლი ხარკოვში
30 ოქტომბერს დაბომბილი სახლი ხარკოვში

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვის დაბომბვის შედეგად.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 30 ოქტომბერს, ღამით, საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს მართვადი ავიაბომბით დაარტყეს.

ქალაქის სალტოვის რაიონში აფეთქების შედეგად დაინგრა 9-სართულიანი სახლის რამდენიმე სართული. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაღუპულია 12 წლის ბიჭი.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა მართვადი ავიაბომბით დარტყმის ადგილზე გადაღებული ვიდეო და განაცხადა, რომ პარტნიორები ხედავენ, რა ხდება ყოველდღე, ამიტომ მათი ყოველი გადადებული გადაწყვეტილება ნიშნავს უკრაინის წინააღმდეგ მინიმუმ ათეულობით და შესაძლოა, ასეულობით ასეთ რუსულ ბომბს.

ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის არმია პრაქტიკულად, ყოველდღე უტევს ავიაბომბების, რაკეტების თუ დრონების გამოყენებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG