Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენჭისყრამდე ხუთი დღეღა დარჩა, ჰარისი და ტრამპი აგრძელებენ ბრძოლას ამომრჩეველთა ხმებისთვის


ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს ჩატარდება. ერთმანეთს დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს ჩატარდება. ერთმანეთს დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპი, 1 ნოემბერს ეწვია ქალაქ დირბორნს მიჩიგანის შტატში - ქვეყნის უმეტესად არაბებით დასახლებულ ქალაქს.

დირბორნის 110 000 მცხოვრებიდან თითქმის ნახევარი წარმოშობით არაბი ამერიკელია.

კამალა ჰარისი 3 ნოემბერს მიემგზავრება მიჩიგანში წინასაარჩევნო კამპანიის რიგ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დეტროიტსა და ისტ-ლანსინგში.

პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან აპირებს, ეწვიოს შავკანიანთა ეკლესიას დეტროიტში და იქ სიტყვით გამოვიდეს. ამის შემდეგ ის რამდენიმე ადგილას შეჩერდება ამ არეალში შავკანიან ამომრჩევლებთან ურთიერთობის მიზნით.

3 ნოემბერს, მოგვიანებით, ჰარისი, სავარაუდოდ, აქციას მოაწყობს მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტ-ლანსინგში.

ამასობაში, ტრამპი, წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებში, ნიუ-მექსიკოსა და ვირჯინიაში გაემგზავრება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG