Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 18 დაშავდა


უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმების შემდეგ. 7 ნოემბერი, 2024 წელი. რუსეთის არმიის დარტყმას ემსხვერპლა ოთხი ადამიანი, დაშავდა - 18.
უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმების შემდეგ. 7 ნოემბერი, 2024 წელი. რუსეთის არმიის დარტყმას ემსხვერპლა ოთხი ადამიანი, დაშავდა - 18.

7 ნოემბერს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ ზაპოროჟიეზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 18 ადამიანი, იტყობინება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკო.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა ქალაქზე ხუთი საჰაერო დარტყმა განახორციელეს, თავს დაესხნენ საცხოვრებელ კორპუსსა და საავადმყოფოს.

კლიმენკოს თქმით, მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ორი დაშავებული ბავშვი და ქალი ამოიყვანეს. ქალი მესამე სართულზე ცხოვრობდა, მაგრამ თავდასხმის შემდეგ მეორე სართულზე მოხვდა, რაც შენობის ნაწილობრივ ჩამონგრევას მოჰყვა.

მაშველები კვლავ ეძებენ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა ნანგრევების ქვეშ იყვნენ ჩარჩენილი, წერს კლიმენკო Telegram-ზე.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ადრე საავადმყოფო დაზიანდა საჰაერო თავდასხმის შედეგად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG