Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვი ისევ დაიბომბა


რუსული ბომბის აფეთქების შედეგად დანგრეული სახლი ხარკოვში
რუსული ბომბის აფეთქების შედეგად დანგრეული სახლი ხარკოვში

8 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ, აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ ხარკოვის ცენტრსა და გარეუბნებში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს.

ნაწილობრივ დანგრეულია 12-სართულიანი სახლი. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, დაშავდა, სულ მცირე, 25 ადამიანი, მათ შორის სამი თვის ბიჭი.

ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის არმია თითქმის ყოველდღე უტევს მართვადი ავიაბომბებით, რაკეტებით ან დრონებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG