Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა ავღანეთის 325 მოქალაქის დეპორტაცია მოახდინა 48 საათში


თურქეთის პოლიციელების მიერ დაკავებული სირიელი და ავღანელი ლტოლვილების ჯგუფი ქუჩუქუის რეგიონში. 27 იანვარი, 2016 წელი
თურქეთის პოლიციელების მიერ დაკავებული სირიელი და ავღანელი ლტოლვილების ჯგუფი ქუჩუქუის რეგიონში. 27 იანვარი, 2016 წელი

თურქეთის ხელისუფლებამ 325 ავღანელი მიგრანტის დეპორტაცია მოახდინა გასული ორი დღის განმავლობაში, - განაცხადა თალიბანის მთავრობის ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამინისტრომ 10 ნოემბერს.

სამინისტროს თანახმად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია თითოეულ დეპორტირებულ მიგრანტს 150 ევროს ეკვივალენტურ თანხას გადასცემს.

გასულ თვეებში, თურქეთმა გააძლიერა რეიდები ავღანელი მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციის მიზნით, რომელთა უმრავლესობას საბუთები არ აქვს.

სექტემბერში სტამბოლში პოლიციამ ავღანეთის 600-მდე მოქალაქე დააკავა. ისინი დაკავების ცენტრებში გადაიყვანეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG