Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელი: ევროკავშირი წელს შეასრულებს უკრაინისთვის მილიონი ჭურვის მიწოდების პირობას


ჟოზეპ ბორელი, უკრაინის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი
ჟოზეპ ბორელი, უკრაინის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ბლოკი დაგვიანებით, თუმცა მიმდინარე წელსვე შეასრულებს უკრაინისთვის 1 მილიონი საარტილერიო ჭურვის გადაცემის პირობას.

კიევში ვიზიტით მყოფმა ბორელმა გამოცემა European Pravda-ს 11 ნოემბერს უთხრა, რომ ევროკავშირმა ამ დრომდე უკრაინას მიაწოდა 980 000-მდე ჭურვი.

"ვიცი, რომ ჩვენი პირობით ამ დონისთვის გაზაფხულზე უნდა მიგვეღწია - და ეს ვერ შევძელით. მაგრამ ჩვენ შევძლებთ პირობა წლის ბოლომდე [შევასრულოთ], - ამბობს ბორელი და დასძენს, - ჩვენ ეს უკვე თითქმის გავაკეთეთ. მიწოდებული გვაქვს 980 000-ზე მეტი ჭურვი".

ჩეხეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე, თებერვალში დაწყებული პარალელური ინიციატივა ითვალისწინებს უკრაინისთვის წლის ბოლომდე 500 000-მდე ჭურვის შეძენას ევროპის მიღმა მდებარე სახელმწიფოებისგან. ოქტომბერში უკრაინას მიაწოდეს ამ რაოდენობის მესამედზე ოდნავ მეტი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG