Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ხელმძღვანელი თვლის, რომ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის კავშირები ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან


მარკ რიუტესა (მარცხნივ) და ემანუელ მაკრონის შეხვედრა პარიზში. 12 ნოემბერი, 2024 წელი
მარკ რიუტესა (მარცხნივ) და ემანუელ მაკრონის შეხვედრა პარიზში. 12 ნოემბერი, 2024 წელი

რუსეთის მზარდი თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან საფრთხეს უქმნის ევროპას, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს და ჩრდილოეთ ამერიკას, განაცხადა 12 ნოემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებების წინ პარიზში გამოსვლისას, რიუტემ ხაზი გაუსვა ტრანსატლანტიკური ერთიანობისა და უკრაინის მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას.

რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებზე საუბრისას, ნატოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პეკინი მხარს უჭერს რუსეთის ეკონომიკას, მისი თავდაცვის სფეროს მრეწველობას და აძლიერებს მის ხმას მსოფლიოში. "ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი, ვიდრე უბრალოდ უკრაინის მხარდაჭერაა ბრძოლის ველზე”, - თქვა რიუტემ.

ემანუელ მაკრონმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ გააგრძელებს უკრაინისთვის დახმარების გაწევის დაჟინებით მოთხოვნას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG