Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა კიევზე ბოლო 73 დღის განმავლობაში პირველი კომბინირებული იერიში მიიტანა


საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში მყოფი კიეველები. 2024 წლის 13 ნოემბერი
საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში მყოფი კიეველები. 2024 წლის 13 ნოემბერი

დღეს, 13 ნოემბერს, დილით რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს და კიევის ოლქს რაკეტებით და დრონებით შეუტიეს. საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გამოცხადდა.

საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს იყო კიევზე ბოლო 73 დღის განმავლობაში განხორციელებული პირველი კომბინირებული შეტევა, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. თავდასხმის გამო ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

მოგერიებული რუსული დრონების და რაკეტების ნამსხვრევებმა რამდენიმე რაიონში ხანძარი გამოიწვია. დაშავებულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG