ისრაელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 25 ნოემბრის მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჰეზბოლასთან “წინ მიდის.” მაგრამ დენი დანონი დაჟინებით ამბობს, რომ ისრაელი შეინარჩუნებს შესაძლებლობას, ნებისმიერი ხელშეკრულების ჩარჩოებში დაარტყას სამხრეთ ლიბანს.
დანონმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ განაცხადა, რომ ისრაელის კაბინეტი 25 ან 26 ნოემბერს იმსჯელებდა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
აშშ-ის თეთრი სახლის წარმომადგენელმა უშიშროების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ “ახლოს ვართ” ლიბანში ცეცხლის შეწყვეტასთან.
ისრაელი ლიბანში ჰეზბოლას ჯარს ებრძვის. ჰეზბოლა აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული. ჰეზბოლას შეიარაღებული ფრთა ევროპის ქვეყნებშიც ტერორისტულადაა მიჩნეული. დაჯგუფების პოლიტიკურ ნაწილის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის დეპუტატები არიან.
ისრაელი და ჰეზბოლა სისტემატურად უშენდნენ ერთმანეთს ცეცხლს ისრაელის ლიბანში შეჭრამდე, შარშან ოქტომბერში ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) თავდასხმის შემდეგ.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომელიც 25 ნოემბერს გავრცელდა, შარშან ოქტომბრის შემდეგ ისრაელის თავდასხმებს ლიბანში, სულ მცირე, 3768 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი 15699-ია.
ფორუმი