Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუბლიკის“ რეპორტიორი მინდია გაბაძე გამოკითხვაზე დაიბარეს


მინდია გაბაძე 6 დეკემბერს მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ პოლიციელს ესაუბრება.
მინდია გაბაძე 6 დეკემბერს მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ პოლიციელს ესაუბრება.

​​​​​​​ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორი მინდია გაბაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს.

„კონკრეტულად რომელი მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია ის დაბარებული, ჯერ უცნობია“, - აღნიშნავენ გამოცემაში.

როგორც მინდია გაბაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ მასზე განხორციელებული ძალადობის საქმის ფარგლებში. უცნობი პირები მას 6 დეკემბერს დაესხნენ თავს პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, ეროვნულ გალერეასთან. მას ტვინის შერყევა დაუდგინდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, გამოცემა OC Media-ს თანადამფუძნებელი და რედაქტორი მარიამ ნიკურაძე.

მინდია გაბაძეც და მარიამ ნიკურაძეც აშუქებენ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს, რომლებიც 13 დღეა მიმდინარეობს. 28 ნოემბრის შემდეგ ათასობით ადამიანი აპროტესტებს პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

აქციებზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს 400-მდე ადამიანი. გარდა ამისა, რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება 30-ზე მეტ ადამიანს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG